logo
ENG



ხაჭაპურიძე: სააკაშვილმა მითხრა, ველოდები როდის მომაკითხავენ და გადამიყვანენო [რეანიმაციაში]

31 იან 202317:04
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ. ეს განცხადება ხაჭაპურიძემ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ გააკეთა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა უთხრა, რომ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც თანხმობა განაცხადა.

"მე ვნახე სააკაშვილი, უკეთდებოდა გადასხმა. ექთანი შემოვიდა, მერე ვკითხე ბატონ მიხეილს, რა ხდება-მეთქი და მითხრესო, რომ გადასაყვანი ხარ და მე თანხმობა განვუცხადე, ველოდები, როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო. როგორც მან იცის, დღეს უნდა [გადაიყვანონ]... ასე სუსტად მე არ მინახავს ის. მე და ბატონი ილია ვიყავით, რომ ბატონი ილია დაეხმარა, მეორე ოთახში რომ გასულიყო. ძალიან სუსტადაა"- თქვა ხაჭაპურიძემ.

თავდაპირველად სააკაშვილის რენიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, რაც ვივა მედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ უარყო.

"არ გადაგვიყვანია, თუ დავაპირებთ, გაგაგებინებთ, არასდროს დაგვიმალავს არაფერი", - განმარტა ნადირაძემ.


close დახურვა